Tuesday, December 18, 2012

კაპელა მედიჩი

იტალიური რენესანსის (აღორძინების)ეპოქა უსაზღვროდ მდიდარია ჭეშმარიტი შედევრებით,მაგრამ არის მარადიული ღირსებებით შემკული მხატვრული ნაწარმოებები,რომლებიც ამ დიდებულ ხანაშიც კი განსაკუთრებულად გამოირჩევა.ერთ-ერთი მათგანია მედიჩების კაპელა.სწორუპოვარი დიდოსტატის,მიქელანჯელოს უზადო ქმნილება.
მსოფლიოს ხელოვნების ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება კაპელა მედიჩის მასგავსი სრულყოფილი ხუროთმოძღვრული ნაწარმოები,სადაც სივრცე და სკულპტურული გამოსახულებები იქმნებოდა არა მარტო ერთდროულად,არამედ მჭიდრო ურთიერთკავშირში ,როდესაც ხუროთმოძღვრული და მოქანდაკე ერთ პიროვნებაში იყო განსახიერებული.ამავე დროს,ეს იყო ერთადერთი შემთხვევა,როდესაც მიქელანჯელომ შეძლო თავისი ქანდაკებები ჩანაფიქრის შესაბამისად განელაგებინა.
ხუროთმოძღვრების ისტორიაში ალბათ არც ისე ბევრია ნაგებობა,რომელიც ასე ძლიერად      
ქმნის განწყობილებას, ასე ზუსტად შეესაბამება დანიშნულებას  და ასე სრულად ასახავს ეპოქის ხასიათს.მედიჩების კაპელაში გეუფლებათ ორმაგი გრძნობა.ერთი მხრივ,გრძნობთ,რომ მიქელანჯელომ მიაღწია სივრცისა და კონსტრუქციის სრულყოფილ ერთიანობას,მეორე მხრივ,კი ფიზიკურად განიცდით შეგრძნებას,რომ მიღწეულია შინაგანი დაძაბულობის კულმინაცია.
მედიჩების საგვარეულომ ღრმა კვალი დაამჩნია იტალიის არა მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებას ,არამედ მის ხელოვნებასაც.ეს სახელგანთქმული ფეოდალური საგვარეულო ფლორენციაში XII საუკუნიდან ჩანს. XIV საუკუნიდან მედიჩები აქტიურად მონაწილეობენ ფლორენციის პოლიტიკურ ცხოვრებაში.დიდების მწვერვალს ისინი აღწევენ XV საუკუნის დასაწყისიდან,როდესაც ამ გვარის წარმომადგენელმა ჯოვანი მედიჩიმ მიაღწია მაღალ თანამდებობას.30-იან წლებში მისი ვაჟი კოზიმო ხელთ იგდებს ძალაუფლებას ფლორენციაში  და საუკუნის დასასრულამდე ფლორენციის რესპუბლიკის სათავეში ამ საგვარეულოს წარმომადგენლები არიან.ისინი არა მარტო მმართველები იყვნენ,არამედ მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველი მეცენატები.კოზიმომ საფუძველი ჩაუყარა ფლორენციაში დიდ ბიბლიოთეკას.მისი სასახლე კი იქცა ფლორენციაში პირველ ჰუმანისტურ ცენტრად.
ამ უაღრესად დახვეწილ,ინტელექტუალურ ატმოსფეროში მოხვდა ჭაბუკი მიქელანჯელო,
სან-მარკოს მონასტრის ბაღებში შესანისნავ ქანდაკებათა შორის გაიარა მან კარგი პროფესიული სკოლა. ,,კაზინო მედიჩეოში" ახალგაზრდა მიქელანჯელო გაეცნო ანტიკური ქანდაკების ბრწყინვალე კოლექციას,რამაც უსაზღვროდ გაუმდიდრა ცოდნა პლასტიკის ხელოვნებისა.ლორენცომ(კოზიმოს შთამომავალი)ყურადღება მიაქცია ნიჭიერ ჭაბუკს ,დაიახლოვა იგი,შეუქმნა მუშაობისთვია საუკეთესო პირობები და ლორენცოს გარდაცვალებაბდე იგი ცხოვრობდა და მუშაობდა მის სასახლეში.

მედიჩების წარმომადგენელმა კარდინალმა ჯულიო მედიჩიმ შეუკვეთა მიქელანჯელოს მედიჩების საგვარეულო საძვლის-ახალი კაპელის ქანდაკებებით შემკობა.ეს იყო სამუშაო რომლის თავგადასავალი თოთხმეტი წელი გაგრძელდა.ეს იყო იტალიის ისტორიის უაღრესად მძიმე პერიოდი.ამ პერიოდში ბევრი რამ გადახდა ფლორენციას.ამ დროს მოხდა მედიჩების განდევნა ფლორენციიდან და რესპუბლიკის აღდგენა,შემდეგ კი უმკაცრესი რეპრესიების გატარება.ყველაფერმა ამან უშუალოდ იმოქმედა კაპელის მშენებლობაზე ,რადგან მოქანდაკე იმ მშფოთვარე მოვლენების აქტიური მონაწილე იყო.
მიქელენჯელომ შეკვეთა 1520 წელს მიიღო,1526-31 წლამდე მშენებლობა შეჩერდა.1530 წელა დასრულდა ბრძოლა.მედიჩები დაბრუნდნენ ფლორენციაში და კაპელის სამუშაოები განახლდა.საბოლოოდ,კაპელის არქიტექტურამ დიდი მოწონება დაიმსახურა.იგი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე.ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმის წყალობით,რომ გენიალურმა მიქელანჯელომ გაიაზრა არქიტექტურა და ქანდაკება ერთ მთლიანობაში.მისი ეს ნამუშევარი გამოირჩევა მსოფლიოს ხელოვნების ისტორიაში.

ინფორმაცია გამოყენებულია კ.მაჩაბელის წიგნიდან ,,შედევრები და საუკუნეები".

3 comments:

  1. მაგარია თქვენ მე დამეხმარეთ პროექტს ვაკეთებ მადლობელი ვარ

    ReplyDelete