Tuesday, January 15, 2013

დასკვნა

იტალიაზე ბლოგის გაკეთება გადავწყვიტე იმიტომ ,რომ ეს ქვეყანა ბავშვობიდან ძალიან მომწონს.მიმაჩნია რომ იგი ლამაზი ქვეყანაა თითოეული თავისი ქალაქით თუ რაიონით,რომელთაგან გამოვარჩევდი ვენეციას(ქალაქს,რომელიც მთლიანად წყალზეა) და ვერონას (სიყვარულის ქალაქს). იტალიელებს აქვთ საკმაოდ საინტერესო ტრადოცოები,მაგალითად როგორიცაა საახალწლო ტრადიცია,ისინი ამ დროს იკრიბებიან და ოჯახში ხვდებიან,მხიარულობენ,ერთმანეთისთვის საჩუქრებს დიდი სიფრთხილით არჩევენ და მათში კონკრეტულ იდეას დებენ,მაგალითად თაფლს იმიტომ ჩუქნიან რომ ტკბილად იცხოვრონ,ლამფას იმიტომ რომ მომავალი წელი მათთვის განათებული იყოს,ოქრო-ვერცხლს და მონეტებს კი კეთილდღეობისთვის,ყველაზე საინტერესო და უცნაური კი ისაა რომ მათ ამ დგეს აუცილებლად წითელი საცვლები უნდა ეცვათ და ძველი ტანისამოსი ფანჯრებიდან უნდა მოისროლონ.იტალიელები მნიშვნელოვანია მეღვინეობაც,მიმაჩნია რომ ისინი ამ მხრივ ქართველებს გვანან,რადგან ორივე მათგანი გამოირჩევა ღვინის სიყვარულით.
იტალია ცნობილია თავისი მძვინვარე მაფიოზური კლანითაც,რომელიც პირველად სიცილიაში ჩამოყალიბდა.
იგი ასევე მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქია.
იტალიაში ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ჩადის რათა დატკბეს მისი სილამაზით,გაეცნოს მის კულტურასა და ტრადიციებს,მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და დააგემოვნონ იქაური კერდზები,მაგალითად როგორიცაა იტალიური პიცა,რომელიც სახელგანთქმულია მთელს მსოფლიოში.