Wednesday, December 12, 2012

იტალიის ქალაქები და ღირსშესანიშნაობები


რომი – იტალიისა და მისი ლაციოს  რეგიონის დედაქალაქი; განლაგებულია ტიბრისა და ანიენის მდინარეების გარშემო, ხმელთაშუა ზღვასთან, 41° 54′ N, 12° 29′ E კოორდინატებზე. ქალაქი ვატიკანი, სუვერენული ანკლავი რომში, რომაული კათოლიკური ეკლესიისა და რომის პაპის საბრძანებელს წარმოადგენს.
რომი იტალიის უდიდესი ქალაქია და ამავე სახელწოდების ”კომუნა” აგლომერაცია ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში 120 კმ² ფართობით (ადვილად დაიტევდა დანარჩენ ცხრა უმსხვილეს იტალიურ ქალაქს: მილანს, ნეაპოლს, ტურინს,პალერმოს,გენუას,ბოლონიას, ფლორენციის, ბარისა და კატალინას, და ასევე ოთხ უმსხვილეს ევროპულ ქალაქს, როგორიცაა პარიზი,ბერლინი, სტოკჰოლმი და ბრიუსელი). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2.546.807 (2004), აგლომერაციისა—დაახ. 4 მილიონი. რომის ახლანდელი მერია ჯოვანი ალემანო (2008).
რომის ეშპ შეადგენს 75 მილიარდ ევროს (ახალ ზელანდიაზე მეტი და იმდენივე რაც სინგაპურის - თუმცა სამივეს დაახლოებით თანაბარი მოსახლეობა ჰყავს). 2001 წელს რომის მუნიციპალიტეტმა გამოიმუშავა იტალიის მთლიანი ეშპ-ს 6.5%, რაც ყველაზე მაღალია იტალიის ქალაქთა შორის.

ვენეცია (იტალVenezia, ვენეტ. Venexia,Venessia), მეტსახელად არხების ქალაქი — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე, რომლებიც ხიდებით არიან დაკავშირებული.მდებარეობს ჭაობიან ვენეციის ლაგუნაში, რომელიც გადაჭიმულია მდინარეების — პოსა და პიავეს შესართავებს შორის. ვენეცია ცნობილია თავისი სილამაზითა და გარემომცველი ბუნებით, არქიტექტურითა და ხელოვნებით. ვენეციის ლაგუნასთან ერთად, ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ვენეცია ვენეტოს რეგიონის დედაქალაქია. 2009  წლის მონაცემებით, ვენეციის კომუნაში 270 098 ადამიანი ცხოვრობს.პადუასა და ტრევიზოსთან ერთად, ქალაქი მიეკუთვნება პადუა-ტრევიზო-ვენეციის აგლომერაციას, რომლის მოსახლეობაც 1 600 000 ადამიანს შეადგენს.
სახელი მომდინარებს აქ მაცხოვრებელი ანტიკური პერიოდის ხალხისგან, რომლებსაც ვენეტები  ეწოდებოდათ და ქრისტეშობამდე დაახლოებით X საუკუნეში ცხოვრობდნენ.ქალაქი ისტორიულად ვენეციის რესპუბლიკის  დედაქალაქი იყო. ხშირად ვენეციას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ: „La Dominante“, „Serenissima“, „ადრიატიკის ზღვის დედოფალი“, „წყლის ქალაქი“, „ნიღბების ქალაქი“, „ხიდების ქალაქი“, „მცურავი ქალაქი“ და „არხების ქალაქი“.როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა ლუიჯი ბარცინიმ გაზეთ The New York Times-ს განუცხადა, „ეს ქალაქი უდავოდ ყველაზე მშვენიერია, რაც კი კაცის ხელს შეუქმნია“.
ვენეციის რესპუბლიკა შუა საუკუნეებისა და რენესანსის ხანაში ძლიერი საზღვაო სახელმწიფო იყო. მნიშვნელოვანი იყო მისი როლი ვაჭრობასა და ხელოვნებაში. სახელმწიფომ XIII საუკუნიდან XVII საუკუნის ბოლომდე იარსება. ამ ფაქტმა ვენეცია მდიდარ ქალაქად აქცია. ვენეცია ასევე ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მხატვრული მიმდინარეობით, განსაკუთრებით რენესანსის პერიოდში. ვენეციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სიმფონიური და საოპერო მუსიკის ისტორიაში, აქ დაიბადა ანტონიო ვივალდი.

მილანი (იტალ. Milano; მილანურ დიალექტზე: Milán) ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქია, მდებარეობს ლომბარდიის დაბლობზე და ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული რეგიონია. ქალაქის ფარგლებში 1 308 500 მცხოვრებია (2004), თუმცა მის აგლომერაციაში (La Grande Milano, დიდი მილანი) 4 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მილანის ე.წ. Città Regione (ქალაქი-რეგიონი) 9,4 მილიონზე მეტ მცხოვრებს ითვლის.
მილანის სახელი მრავალი საუკუნის განმავლობაში იწერებოდა როგორც მაილანდი, რომელიც ამჟამადაც ამ ქალაქის გერმანული სახელია. ეს სახელი მომდინარეობს კელტური Mid-lan-იდან (შუა გავაკებაზე) და რომაელთათვის ცნობილი იყო როგორც Mediolanum .
მილანის პროვინცია ლომბარდიის დასავლეთ ნაწილშია და ფარავს 1 981 კვ.კმ-ს საერთო მოსახლეობით 3 838 818 (2004); პროვინცია 188 კომუნისგან შედგება.
ქალაქი განთქმულია მოდის ფირმებითა და მაღაზიებით. აქვეა მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი Galleria Vittorio Emanuele პიაცა დუომოზე (ტაძრის მოედანი). მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გვერდიგვერდ. ქალაქი ასევე ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საფინანსო და ბიზნეს ცენტრად ითვლება. მილანი ასევე ცნობილია აქ წარმოებული ავტომანქანებით ალფა-რომეო და აბრეშუმის ქსოვილით.

ფლორენცია (იტალიურად: Firenze; ძველ იტალიურად: Fiorenza, ლათინურად: Florentia) - იტალიის რეგიონის ტოსკანის და ფლორენციის პროვინციის დედაქალაქი. ის არის ტოსკანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი 367,569 მცხოვრებით (1,500,000 შემოგარენის ჩათვლით).
ქალაქი მდებარეობს მდინარე არნოს გასწვრივ, მდიდარია თავისი ისტორიით. უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში, განსაკუთრებით მისი არქიტექტურით და ხელოვნებით. შუა საუკუნეების ვაჭრობის და ფინანსური ცენტრი იყო. ფლორენცია ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის აკვნად. მას შუა  საუკუნეების ათენსაც კი უწოდებდნენ. მედიჩების მმართველობის პერიოდში, ხანგრძლივად დე-ფაქტო დამოუკიდებლობაც ჰქონდა. 1865 დან 1870 მდე კი იტალიის სამეფოს დედაქალაქსაც  წარმოადგენდა.
ქალაქი მილიონობით ტურისტს იზიდავს და 1982 წელს გამოცხადდა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად. ფლორენცია ცნობილია როგორც მსოფლიოს ერთ - ერთი ულამაზესი ქალაქი. მან გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. ფლორენცია არის საუკეთესოდ შენახული რენესანსული ქალაქი მსოფლიოში და ბევრი მას იტალიის კულტურულ დედაქალაქად მიიჩნევს. ის ასევე მრავალი ისტორიული პიროვნების სამშობლოც იყო. მაგალითად:დანტე, ბოკაჩო, ბოტიჩელი, ნიკოლო მაკიაველი, მიქელანჯელო, დონატელო, გალილეო გალილეი, ეკატერინე მედიჩი,რობერტო კავალი და ასე შემდეგ.

ტოსკანა



ტოსკანა (იტალ. Toscana) — რეგიონი ცენტრალურ იტალიაში. მისი ფართობი 23 000 კმ²-ია, მოსახლეობა კი 3 75 მლნ ადამიანი. რეგიონული დედაქალაქია ფლორენცია. ტოსკანური დიალექტი ლიტერატურული იტალიურის საფუძველია.

ტოსკანა ცნობილია თავის თვალისმომჭრელი ლანდშაფტით, ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობით და მისი დიდი გავლენით მაღალ კულტურაზე. ტოსკანა მიჩნეულია იტალიური რენესანსის დაბადების ნამდვილ ადგილად და წარმოადგენს ხელოვნებასა და მეცნიერებაზე უდიდესი გავლენის მომხდენი ადამიანის სამშობლოს, ისეთების, როგორებიც არიან პეტრარკა, დანტე,ბოტიჩელი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, გალილეო გალილეი, ჯორდანო ბრუნო, ლუკა პაჩოლი და პუჩინი. აქედან გამომდინარე, რეგიონში გახსნილია რამდენიმე მუზეუმი (მათ შორის უფიცის, პიტის, ჩანსიანოს). ტოსკანას უნიკალური კულინარიული ტრადიციები გააჩნია, ცნობილია თავის ღვინოებით.

ტოსკანიდან ექვსი ობიექტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი: ფლორენციის ისტორიული ცენტრი (1982), სიენის ისტორიული ცენტრი (1995), პიზის კათედრალის მოედანი (1987), სანჯიმინიანოს ისტორიული ცენტრი (1990),პიენცის ისტორიული ცენტრი (1996) და ვალ-დ'ორჩა (2004). გარდა ამისა, ტოსკანას გააჩნია 120-მდე დაცული ბუნების ნაკრძალი. ამ ყოველივეს შედეგად, ტოსკანა და მისი დედაქალაქი ფლორენცია ძლიერ პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობებია, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. თავის მხრივ ფლორენცია წელიწადში 10 მლნ ტურისტს იღებს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია.

ტოსკანა ადრე იყო რომაული ეტრურია, დასახლებული ეტრუსკებით ძვ.წ. 500 წელს. შუა საუკუნეებში გაყოფილი იყო ორ პატარა სახელმწიფოდ, რომლებიც XV-XI საუკუნეებში ფლორენციის მმართველობის ქვეშ გაერთიანდნენ. 1861 წელს ტოსკანა იტალიის ნაწილი გახდა.
ტოსკანას უხეში სამკუთხედის მოხაზულობა აქვს და მდებარეობს ტირენიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილთან, ცენტრალურ აპენინებში. გარს არტყავს და გადაკვეთს მთავარი მთაგრეხილები, ცოტაა (მაგრამ ძლიერ ნაყოფიერი) დაბლობები, საბოლოო ჯამში რელიეფი გორაკ-ბორცვიანია. მეურნეობის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა.
მთებს უკავია რეგიონის ტერიტორიის 25% — 5 770 კმ², ვაკეებს კი 8,4%, რომელთა უმრავლესობაც ემთხვევა მდინარე არნოს ველებს.
რეგიონის კლიმატი სანაპირო არეალებში რბილია, შიდა ნაწილებში კი უფრო უხეში და ნალექიანი, ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევით ზამთარსა და ზაფხულს შორის, რასაც განაპირობებს აქტიური ფრიზი, რაც ერთ დროს განაპირობებდა რეგიონის ყველაზე უხვმოსავლიანობას ძველ რომში.

ვერონა — ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეტოს რეგიონში. წარმოადგენს რეგიონის შვიდი პროვინციული დედაქალაქიდან ერთ-ერთს. 2008 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 265 410 ადამიანს შეადგენს, ხოლო მეტროპოლური არეალის 714 274-ს. ვერონა რეგიონის მეორე და ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიის მესამე ყველაზე ხალხმრავალი კომუნაა.
მისი კულტურული მემკვიდრეობის, რამდენიმე ყოფლეწლიური ბაზრობის, შოუების, პოეზიის სეზონებისა თუ რომაელების მიერ აშენებული ამფითეატრის წყალობით, ვერონა ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
2000 წელს,იუნესკომ ვერონა მისი ურბანული სტრუქტურისა და არქიტექტურის გამო მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.


ტრევის ფანტანი
იზას კოშკი


რომის კოლიზეუმი




 მასალა გამოყენებულია ვიკიპედიიდან.





2 comments:

  1. კარგია.მადლობა ამ პოსტისთვის:)

    ReplyDelete
  2. კარგია.მადლობა ამ პოსტისთვის:)

    ReplyDelete