Tuesday, December 18, 2012

ვიდეოები


ვენეცია



ალბერობელო                                                              


ტოსკანა


მონტე კარლო


კაპრი


ფლორენცია


ვერონა
ვიდეოები გამოყენებულია youtube.com-იდან

კაპელა მედიჩი

იტალიური რენესანსის (აღორძინების)ეპოქა უსაზღვროდ მდიდარია ჭეშმარიტი შედევრებით,მაგრამ არის მარადიული ღირსებებით შემკული მხატვრული ნაწარმოებები,რომლებიც ამ დიდებულ ხანაშიც კი განსაკუთრებულად გამოირჩევა.ერთ-ერთი მათგანია მედიჩების კაპელა.სწორუპოვარი დიდოსტატის,მიქელანჯელოს უზადო ქმნილება.
მსოფლიოს ხელოვნების ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება კაპელა მედიჩის მასგავსი სრულყოფილი ხუროთმოძღვრული ნაწარმოები,სადაც სივრცე და სკულპტურული გამოსახულებები იქმნებოდა არა მარტო ერთდროულად,არამედ მჭიდრო ურთიერთკავშირში ,როდესაც ხუროთმოძღვრული და მოქანდაკე ერთ პიროვნებაში იყო განსახიერებული.ამავე დროს,ეს იყო ერთადერთი შემთხვევა,როდესაც მიქელანჯელომ შეძლო თავისი ქანდაკებები ჩანაფიქრის შესაბამისად განელაგებინა.
ხუროთმოძღვრების ისტორიაში ალბათ არც ისე ბევრია ნაგებობა,რომელიც ასე ძლიერად      
ქმნის განწყობილებას, ასე ზუსტად შეესაბამება დანიშნულებას  და ასე სრულად ასახავს ეპოქის ხასიათს.მედიჩების კაპელაში გეუფლებათ ორმაგი გრძნობა.ერთი მხრივ,გრძნობთ,რომ მიქელანჯელომ მიაღწია სივრცისა და კონსტრუქციის სრულყოფილ ერთიანობას,მეორე მხრივ,კი ფიზიკურად განიცდით შეგრძნებას,რომ მიღწეულია შინაგანი დაძაბულობის კულმინაცია.
მედიჩების საგვარეულომ ღრმა კვალი დაამჩნია იტალიის არა მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებას ,არამედ მის ხელოვნებასაც.ეს სახელგანთქმული ფეოდალური საგვარეულო ფლორენციაში XII საუკუნიდან ჩანს. XIV საუკუნიდან მედიჩები აქტიურად მონაწილეობენ ფლორენციის პოლიტიკურ ცხოვრებაში.დიდების მწვერვალს ისინი აღწევენ XV საუკუნის დასაწყისიდან,როდესაც ამ გვარის წარმომადგენელმა ჯოვანი მედიჩიმ მიაღწია მაღალ თანამდებობას.30-იან წლებში მისი ვაჟი კოზიმო ხელთ იგდებს ძალაუფლებას ფლორენციაში  და საუკუნის დასასრულამდე ფლორენციის რესპუბლიკის სათავეში ამ საგვარეულოს წარმომადგენლები არიან.ისინი არა მარტო მმართველები იყვნენ,არამედ მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველი მეცენატები.კოზიმომ საფუძველი ჩაუყარა ფლორენციაში დიდ ბიბლიოთეკას.მისი სასახლე კი იქცა ფლორენციაში პირველ ჰუმანისტურ ცენტრად.
ამ უაღრესად დახვეწილ,ინტელექტუალურ ატმოსფეროში მოხვდა ჭაბუკი მიქელანჯელო,
სან-მარკოს მონასტრის ბაღებში შესანისნავ ქანდაკებათა შორის გაიარა მან კარგი პროფესიული სკოლა. ,,კაზინო მედიჩეოში" ახალგაზრდა მიქელანჯელო გაეცნო ანტიკური ქანდაკების ბრწყინვალე კოლექციას,რამაც უსაზღვროდ გაუმდიდრა ცოდნა პლასტიკის ხელოვნებისა.ლორენცომ(კოზიმოს შთამომავალი)ყურადღება მიაქცია ნიჭიერ ჭაბუკს ,დაიახლოვა იგი,შეუქმნა მუშაობისთვია საუკეთესო პირობები და ლორენცოს გარდაცვალებაბდე იგი ცხოვრობდა და მუშაობდა მის სასახლეში.

მედიჩების წარმომადგენელმა კარდინალმა ჯულიო მედიჩიმ შეუკვეთა მიქელანჯელოს მედიჩების საგვარეულო საძვლის-ახალი კაპელის ქანდაკებებით შემკობა.ეს იყო სამუშაო რომლის თავგადასავალი თოთხმეტი წელი გაგრძელდა.ეს იყო იტალიის ისტორიის უაღრესად მძიმე პერიოდი.ამ პერიოდში ბევრი რამ გადახდა ფლორენციას.ამ დროს მოხდა მედიჩების განდევნა ფლორენციიდან და რესპუბლიკის აღდგენა,შემდეგ კი უმკაცრესი რეპრესიების გატარება.ყველაფერმა ამან უშუალოდ იმოქმედა კაპელის მშენებლობაზე ,რადგან მოქანდაკე იმ მშფოთვარე მოვლენების აქტიური მონაწილე იყო.
მიქელენჯელომ შეკვეთა 1520 წელს მიიღო,1526-31 წლამდე მშენებლობა შეჩერდა.1530 წელა დასრულდა ბრძოლა.მედიჩები დაბრუნდნენ ფლორენციაში და კაპელის სამუშაოები განახლდა.საბოლოოდ,კაპელის არქიტექტურამ დიდი მოწონება დაიმსახურა.იგი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე.ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმის წყალობით,რომ გენიალურმა მიქელანჯელომ გაიაზრა არქიტექტურა და ქანდაკება ერთ მთლიანობაში.მისი ეს ნამუშევარი გამოირჩევა მსოფლიოს ხელოვნების ისტორიაში.

ინფორმაცია გამოყენებულია კ.მაჩაბელის წიგნიდან ,,შედევრები და საუკუნეები".

აღორძინების ხანა

რენესანსი, ასევე აღორძინება გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას.ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია, დაიწყო რა იტალიაში  გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა.
ტერმინი "აღორძინება" გვხვდება უკვე იტალიელ ჰუმანისტებთან XVI საკუნეში.თანამედროვე მნიშვნელობით ეს ტერმინი შემოიღო XIX საუკუნის ფრანგმა ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ.
იტალიური რენესანსი XV საუკუნეში წარმოადგენდა დასავლეთის კლასიკურ ანტიკურობასთან დაახლოებას, ცოდნის აბსორბციას, ყურადღების გადატანას ბედნიერი ცხოვრების მნიშვნელოვნებაზე ამწყოში (რელიგიური საიქიოს ნაცვლად). მის სწრაფ გავრცელებას სხვა ფაქტორებთან ერთად ხელს უწყობს ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოგონება, რამაც ცოდნის გავრცელებაზე ჯაჭვური რეაქცია მოახდინა. ამასთან ხელოვნებაში, პოეზიაში და აქიტექტურაში ახალი ტექნიკის შექმნამ თავისდა წილად განაპირობა ხელოვნებისა და ლიტერატურის სტილისა და შინაარსის რადიკალური შეცვლა (ან ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, შემობრუნება კლასიციზმისკენ). იტალიური რენესანსი ხშირად გაიგივებულია "თანამედროვე" ეპოქის დასაწყისთან.

მართალია ანტიკურმა იდეალებმა დიდი როლი ითამაშა ახალი ხელოვნების შექმნაში, მაგრამ მაინც ეს იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნების (ბელგია,ჰოლანდია, გერმანია, იტალია) განვითარების შედეგი. პირველ რიგში ეს განპირობებული იყო ადრეული კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვით და ბურჟუაზიული იდეალების (მატერიალიზმი) წინ წამოწევით. ადამიანი კვლავ ხდება მთავარი ფასეულობა, დგება ინტერესების ცენტრში. რაციონალიზმი, ჰუმანიზმი და ინდივიდუალიზმი ხდება რენესანსის ხანის შემოქმედთა მთავარი დევიზი — "რეალური ადამიანი რეალურ გარემოში".
თანამედროვე ისტორიკოსები რენესანსის მოდერნულობას სკეპტიციზმით უყურებენ, თვლიან რა რენესანსს როგორც ჰუმანიზმზე და კლასიკურობაზე დამყარებულ კულტურულ პროგრამას ან მიმდინარეობას, ვიდრე სრულიად ისტორიულ ეპოქას.

ინფორმაცია გამოყენებულია ვიკიპედიიდან.

Wednesday, December 12, 2012

ახალი წელი იტალიაში


იტალიაშიც,ისევე როგორც გერმანიაში, ახალი წელი ემთხვევა წმინდა სილვესტრის დღესასწაულს,ამიტომ 31 დეკემბერს  ”La Festa di San Silvestro” ეწოდება.ხოლო 1 იანვარი კი არის ”Capodanno”.იტალიელები დიდი რუდუნებით ეკიდებიან წინასაახალწლო მზადებას.ისინი რთავენ სახლს და სამუშაო ადგილს.უხვადაა განათება და სიმწვანე.ახალ წელს ახალი ტანსაცმლით ხვდებან და ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან.საჩუქრებს ძალიან ფრთხილად ირჩევენ და მასში კონკრეტულ იდეას დებენ.საჩუქარი ძირითადად არის :კანფეტები, ქილა თაფლი–რომელიც ტკბილ ცხოვრებას და სიმშვიდეს უქადნის;ოქრო,ვერცხლი, ფული,მონეტები –კეთილდღეობისთვის;ლამფები–რომ მომავალი წელი განათებილი იყოს!ახალი წლის დადგომამდე ძველ ნივთებს ფანჯრებიდან ყრიან–ეს უძველესი ტრადიციაა,რომელიც ძირითადად სამხრეთ იტალიაშია გავრცელებული.კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია იტალიაში ის არის, რომ ახალ წელს წითელი საცვლები აცვიათ.იტალიაში შობა არის ოჯახური ზეიმი,ხოლო ახალ წელს მეგობრებთან ერტად ხვდებიან!სადღესასწაულო სუფრას დიდი ყურადღება ექცევა.სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული კერძები აქვთ,თუმცა არის ერთი რამ,რაც ყველასთვის არის დამახასიათებელი.ეს არის ტკბილი პური(ნაზუქი), რომელიც არის ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლო.იტალიაში ოსპი იღბლის მომტან მცენარედ ითვლება,ამიტომ საახალწლო სუფრაზე მის კერძსაც იხილავთ.ბარდასაც აქვს თავისი დატვირთვა–ის სიმდიდრეს იზიდავს.ღორის ხორცი და ქონიანი ძეხვის კერძი კი პორტმანს გასქელებას უქადის.უფრო კონკრეტულად კი :საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს Porchetta –ეს არის უძვლო ღორის ხორცი რომელიც აირღუმელში ბოსტნეულთან ერთად არის შემწვარი.კიდევ ერთი ’აუცილებელი’ კერძია  cotechino –ეს არის ზუსტად ის ძეხვის კერძი!ახალი წლის დადგომას იტალიელები ბოკალ შამპანიურით ხვდებან,ასევე მათ აქვთ ტრადიციად–ჭამონ ბროწეული.ახალ წელს,სტუმრების გასამხიარულებლად იტალიელები თამაშობენ “Tombola”–ეს არის ერთგვარი ლოტოს თამაში.ხშირად იმ ღამეს ქუჩაშიც გადიან, სადაც იმართება ფეირვერკები,ცეკვები.ცრურწმენებს რაც შეეხება,ასეთი ცრურწმენისა სწამთ:1 იანვარს დილით ქუჩაში თუ საპირისპირო სქესის ასაკოვან ადამიანს შეხვდები–წარმატებული წელი გელის.თუ შენივე სქესის ადამიანს ან ბავშვს შეხვდები– ეს კარგი წელი არ იქნება!
ინფორმაცია გამოყენებულია ketusi.com-დან.

მაფია

მაფია
მაფია(ასევე ცნობილი როგორც კოზა ნოსტრა)-განთქმული იტალიური კრიმინალური საიდუმლო საზოგადოება,რომელიც პირველად XIX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა სიცილიაში.მისი განშტოებები აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე და ავსტრალიაში XIXს-ის ბოლოს სიცილიური და სამხრეთ იტალიური ემიგრაციის პერიოდში აღმოცენდა.ჩრდილოეთ ამერიკაში მაფია ხშირად ზოგადად ორგანიზებულ კრიმინალზე მიუთითებს და არა მხოლოდ სიცილიურ კრიმინალურ დაჯგუფებებზე.

1901წელს პალერმოში გამართული მაფიოზობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესის ჩანახატი.

მასალა გამოყენებულია ვიკიპედიიდან.

იტალიის ქალაქები და ღირსშესანიშნაობები


რომი – იტალიისა და მისი ლაციოს  რეგიონის დედაქალაქი; განლაგებულია ტიბრისა და ანიენის მდინარეების გარშემო, ხმელთაშუა ზღვასთან, 41° 54′ N, 12° 29′ E კოორდინატებზე. ქალაქი ვატიკანი, სუვერენული ანკლავი რომში, რომაული კათოლიკური ეკლესიისა და რომის პაპის საბრძანებელს წარმოადგენს.
რომი იტალიის უდიდესი ქალაქია და ამავე სახელწოდების ”კომუნა” აგლომერაცია ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში 120 კმ² ფართობით (ადვილად დაიტევდა დანარჩენ ცხრა უმსხვილეს იტალიურ ქალაქს: მილანს, ნეაპოლს, ტურინს,პალერმოს,გენუას,ბოლონიას, ფლორენციის, ბარისა და კატალინას, და ასევე ოთხ უმსხვილეს ევროპულ ქალაქს, როგორიცაა პარიზი,ბერლინი, სტოკჰოლმი და ბრიუსელი). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2.546.807 (2004), აგლომერაციისა—დაახ. 4 მილიონი. რომის ახლანდელი მერია ჯოვანი ალემანო (2008).
რომის ეშპ შეადგენს 75 მილიარდ ევროს (ახალ ზელანდიაზე მეტი და იმდენივე რაც სინგაპურის - თუმცა სამივეს დაახლოებით თანაბარი მოსახლეობა ჰყავს). 2001 წელს რომის მუნიციპალიტეტმა გამოიმუშავა იტალიის მთლიანი ეშპ-ს 6.5%, რაც ყველაზე მაღალია იტალიის ქალაქთა შორის.

ვენეცია (იტალVenezia, ვენეტ. Venexia,Venessia), მეტსახელად არხების ქალაქი — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე, რომლებიც ხიდებით არიან დაკავშირებული.მდებარეობს ჭაობიან ვენეციის ლაგუნაში, რომელიც გადაჭიმულია მდინარეების — პოსა და პიავეს შესართავებს შორის. ვენეცია ცნობილია თავისი სილამაზითა და გარემომცველი ბუნებით, არქიტექტურითა და ხელოვნებით. ვენეციის ლაგუნასთან ერთად, ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ვენეცია ვენეტოს რეგიონის დედაქალაქია. 2009  წლის მონაცემებით, ვენეციის კომუნაში 270 098 ადამიანი ცხოვრობს.პადუასა და ტრევიზოსთან ერთად, ქალაქი მიეკუთვნება პადუა-ტრევიზო-ვენეციის აგლომერაციას, რომლის მოსახლეობაც 1 600 000 ადამიანს შეადგენს.
სახელი მომდინარებს აქ მაცხოვრებელი ანტიკური პერიოდის ხალხისგან, რომლებსაც ვენეტები  ეწოდებოდათ და ქრისტეშობამდე დაახლოებით X საუკუნეში ცხოვრობდნენ.ქალაქი ისტორიულად ვენეციის რესპუბლიკის  დედაქალაქი იყო. ხშირად ვენეციას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ: „La Dominante“, „Serenissima“, „ადრიატიკის ზღვის დედოფალი“, „წყლის ქალაქი“, „ნიღბების ქალაქი“, „ხიდების ქალაქი“, „მცურავი ქალაქი“ და „არხების ქალაქი“.როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა ლუიჯი ბარცინიმ გაზეთ The New York Times-ს განუცხადა, „ეს ქალაქი უდავოდ ყველაზე მშვენიერია, რაც კი კაცის ხელს შეუქმნია“.
ვენეციის რესპუბლიკა შუა საუკუნეებისა და რენესანსის ხანაში ძლიერი საზღვაო სახელმწიფო იყო. მნიშვნელოვანი იყო მისი როლი ვაჭრობასა და ხელოვნებაში. სახელმწიფომ XIII საუკუნიდან XVII საუკუნის ბოლომდე იარსება. ამ ფაქტმა ვენეცია მდიდარ ქალაქად აქცია. ვენეცია ასევე ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მხატვრული მიმდინარეობით, განსაკუთრებით რენესანსის პერიოდში. ვენეციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სიმფონიური და საოპერო მუსიკის ისტორიაში, აქ დაიბადა ანტონიო ვივალდი.

მილანი (იტალ. Milano; მილანურ დიალექტზე: Milán) ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქია, მდებარეობს ლომბარდიის დაბლობზე და ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული რეგიონია. ქალაქის ფარგლებში 1 308 500 მცხოვრებია (2004), თუმცა მის აგლომერაციაში (La Grande Milano, დიდი მილანი) 4 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მილანის ე.წ. Città Regione (ქალაქი-რეგიონი) 9,4 მილიონზე მეტ მცხოვრებს ითვლის.
მილანის სახელი მრავალი საუკუნის განმავლობაში იწერებოდა როგორც მაილანდი, რომელიც ამჟამადაც ამ ქალაქის გერმანული სახელია. ეს სახელი მომდინარეობს კელტური Mid-lan-იდან (შუა გავაკებაზე) და რომაელთათვის ცნობილი იყო როგორც Mediolanum .
მილანის პროვინცია ლომბარდიის დასავლეთ ნაწილშია და ფარავს 1 981 კვ.კმ-ს საერთო მოსახლეობით 3 838 818 (2004); პროვინცია 188 კომუნისგან შედგება.
ქალაქი განთქმულია მოდის ფირმებითა და მაღაზიებით. აქვეა მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი Galleria Vittorio Emanuele პიაცა დუომოზე (ტაძრის მოედანი). მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გვერდიგვერდ. ქალაქი ასევე ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საფინანსო და ბიზნეს ცენტრად ითვლება. მილანი ასევე ცნობილია აქ წარმოებული ავტომანქანებით ალფა-რომეო და აბრეშუმის ქსოვილით.

ფლორენცია (იტალიურად: Firenze; ძველ იტალიურად: Fiorenza, ლათინურად: Florentia) - იტალიის რეგიონის ტოსკანის და ფლორენციის პროვინციის დედაქალაქი. ის არის ტოსკანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი 367,569 მცხოვრებით (1,500,000 შემოგარენის ჩათვლით).
ქალაქი მდებარეობს მდინარე არნოს გასწვრივ, მდიდარია თავისი ისტორიით. უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში, განსაკუთრებით მისი არქიტექტურით და ხელოვნებით. შუა საუკუნეების ვაჭრობის და ფინანსური ცენტრი იყო. ფლორენცია ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის აკვნად. მას შუა  საუკუნეების ათენსაც კი უწოდებდნენ. მედიჩების მმართველობის პერიოდში, ხანგრძლივად დე-ფაქტო დამოუკიდებლობაც ჰქონდა. 1865 დან 1870 მდე კი იტალიის სამეფოს დედაქალაქსაც  წარმოადგენდა.
ქალაქი მილიონობით ტურისტს იზიდავს და 1982 წელს გამოცხადდა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად. ფლორენცია ცნობილია როგორც მსოფლიოს ერთ - ერთი ულამაზესი ქალაქი. მან გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. ფლორენცია არის საუკეთესოდ შენახული რენესანსული ქალაქი მსოფლიოში და ბევრი მას იტალიის კულტურულ დედაქალაქად მიიჩნევს. ის ასევე მრავალი ისტორიული პიროვნების სამშობლოც იყო. მაგალითად:დანტე, ბოკაჩო, ბოტიჩელი, ნიკოლო მაკიაველი, მიქელანჯელო, დონატელო, გალილეო გალილეი, ეკატერინე მედიჩი,რობერტო კავალი და ასე შემდეგ.

ტოსკანა



ტოსკანა (იტალ. Toscana) — რეგიონი ცენტრალურ იტალიაში. მისი ფართობი 23 000 კმ²-ია, მოსახლეობა კი 3 75 მლნ ადამიანი. რეგიონული დედაქალაქია ფლორენცია. ტოსკანური დიალექტი ლიტერატურული იტალიურის საფუძველია.

ტოსკანა ცნობილია თავის თვალისმომჭრელი ლანდშაფტით, ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობით და მისი დიდი გავლენით მაღალ კულტურაზე. ტოსკანა მიჩნეულია იტალიური რენესანსის დაბადების ნამდვილ ადგილად და წარმოადგენს ხელოვნებასა და მეცნიერებაზე უდიდესი გავლენის მომხდენი ადამიანის სამშობლოს, ისეთების, როგორებიც არიან პეტრარკა, დანტე,ბოტიჩელი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, გალილეო გალილეი, ჯორდანო ბრუნო, ლუკა პაჩოლი და პუჩინი. აქედან გამომდინარე, რეგიონში გახსნილია რამდენიმე მუზეუმი (მათ შორის უფიცის, პიტის, ჩანსიანოს). ტოსკანას უნიკალური კულინარიული ტრადიციები გააჩნია, ცნობილია თავის ღვინოებით.

ტოსკანიდან ექვსი ობიექტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი: ფლორენციის ისტორიული ცენტრი (1982), სიენის ისტორიული ცენტრი (1995), პიზის კათედრალის მოედანი (1987), სანჯიმინიანოს ისტორიული ცენტრი (1990),პიენცის ისტორიული ცენტრი (1996) და ვალ-დ'ორჩა (2004). გარდა ამისა, ტოსკანას გააჩნია 120-მდე დაცული ბუნების ნაკრძალი. ამ ყოველივეს შედეგად, ტოსკანა და მისი დედაქალაქი ფლორენცია ძლიერ პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობებია, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. თავის მხრივ ფლორენცია წელიწადში 10 მლნ ტურისტს იღებს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია.

ტოსკანა ადრე იყო რომაული ეტრურია, დასახლებული ეტრუსკებით ძვ.წ. 500 წელს. შუა საუკუნეებში გაყოფილი იყო ორ პატარა სახელმწიფოდ, რომლებიც XV-XI საუკუნეებში ფლორენციის მმართველობის ქვეშ გაერთიანდნენ. 1861 წელს ტოსკანა იტალიის ნაწილი გახდა.
ტოსკანას უხეში სამკუთხედის მოხაზულობა აქვს და მდებარეობს ტირენიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილთან, ცენტრალურ აპენინებში. გარს არტყავს და გადაკვეთს მთავარი მთაგრეხილები, ცოტაა (მაგრამ ძლიერ ნაყოფიერი) დაბლობები, საბოლოო ჯამში რელიეფი გორაკ-ბორცვიანია. მეურნეობის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა.
მთებს უკავია რეგიონის ტერიტორიის 25% — 5 770 კმ², ვაკეებს კი 8,4%, რომელთა უმრავლესობაც ემთხვევა მდინარე არნოს ველებს.
რეგიონის კლიმატი სანაპირო არეალებში რბილია, შიდა ნაწილებში კი უფრო უხეში და ნალექიანი, ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევით ზამთარსა და ზაფხულს შორის, რასაც განაპირობებს აქტიური ფრიზი, რაც ერთ დროს განაპირობებდა რეგიონის ყველაზე უხვმოსავლიანობას ძველ რომში.

ვერონა — ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეტოს რეგიონში. წარმოადგენს რეგიონის შვიდი პროვინციული დედაქალაქიდან ერთ-ერთს. 2008 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 265 410 ადამიანს შეადგენს, ხოლო მეტროპოლური არეალის 714 274-ს. ვერონა რეგიონის მეორე და ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიის მესამე ყველაზე ხალხმრავალი კომუნაა.
მისი კულტურული მემკვიდრეობის, რამდენიმე ყოფლეწლიური ბაზრობის, შოუების, პოეზიის სეზონებისა თუ რომაელების მიერ აშენებული ამფითეატრის წყალობით, ვერონა ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
2000 წელს,იუნესკომ ვერონა მისი ურბანული სტრუქტურისა და არქიტექტურის გამო მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.


ტრევის ფანტანი
იზას კოშკი


რომის კოლიზეუმი




 მასალა გამოყენებულია ვიკიპედიიდან.





კულინარია


მაკარონი ყველით

მასალა:
  • 600 გრამი მაკარონი
  • 60 გრამი ერბო
  • 2 ცალი კვერცხი
  • 200 გრამი დაფხვნილი ყველი
  • 2 სუფრის კოვზი ორცხობილა
  • გემოვნებით – მარილი

მაკარონი ყველით
მარილწყალში მოხარშულ და გაწურულ მაკარონს შეურიეთ ერბო და კვერცხი, დადეთ ერბოწასმულ და ორცხობილამოყრილ ტაფაზე, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ.

ლაზანია რიკოტათი

მასალა 6 ულუფისთვის:
  • 1 ს.კ. მსხვილი მარილი
  • 6 ცალი ლაზანიას ფირფიტა*
  • 750 გ. რიკოტა*
  • 100 გ. გახეხილი პარმეზანი
  • 200 გ. ნაღები
  • მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი გემოვნებით
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 თავი დაჭრილი ხახვი
  • 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი
  • 2 ცალი დაჭრილი წვნიანი პამიდორი
  • 1 ს.კ. ტომატ-პასტა
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • 2 ჩ.ჭ. თეთრი სოუსი*
  • 2 ცალი ათქვეფილი კვერცხი
  • 1/3 ჩ.ჭ. გახეხილი პარმეზანი
  • 3 ს.კ. წიფლის დაჭრილი წიწიბო
  • 1/2 ჩ.ჭ. დაჭრილი ნედლი რეჰანი
  • 2 ს.კ. გახეხილი ყველი
  • საფანელი
  • კარაქი ღუმლისთვის
1) დიდი ზომის ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ერთი სადილის კოვზი მსხვილი მარილი და შემდეგ ლაზანიას ფირფიტები. ხარშეთ 3-4 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი თითქმის გამჭირვალე არ გახდება. მომზადებული ფირფიტები ქაფქირით სათითაოდ ამოიღეთ და გადაიტანეთ ცივი წყლით სავსე თასში.
2) ცალკე თასში აურიეთ რიკოტა გახეხილ პარმეზანთან ერთად და თუ ეს ნარევი ძალიან მშრალი მოგეჩვენათ, დაუმატეთ ცოტაოდენი ნაღები (მაქსიმუმ 200 გრამი).
მოხარშული ლაზანია შეაზავეთ მარილით, პილპილით, მუსკატის კაკლით და დროებით გადადგით.
3) ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი; დაუმატეთ ხახვი, ნიორი და შუშეთ 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი პამიდორი თავისი წვენით და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. მიღებულ სოუსს დაუმატეთ წყალში გახსნილი ტომატ-პასტა და კვლავ ადუღეთ 1 წუთით. ბოლოს შეაზავეთ მარილით, პილპილით და დროებით გადადგით.
4) წინასწარ მომზადებული ორი ჭიქა თეთრი სოუსი შეურიეთ ათქვეფილ კვერცხს, გახეხილ პარმეზანს და დროებით გადადეთ.
ლაზანიას ფენა (3 ფირფიტა) მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, ზემოდან გადაუსვით რიკოტათი და პარმეზანით მომზადებული გულსართის 1/3, მოაყარეთ დაჭრილი რეჰანის 1/3, მოასხით პამიდვრის სოუსის 1/3. აღნიშნული პროცედურა თანმიმდევრობით გაიმეორეთ სამჯერ. ბოლოს კერძს ზემოდან ცომის მეორე ფენა გადააფარეთ. ზედაპირს მოასხით უკვე მომზადებული თეთრი სოუსი.
თასში ერთმანეთს შეურიეთ ცოტაოდენი საფანელი, წიფლის წიწიბო და ორი სადილის კოვზი გახეხილი ყველი. ეს ნაზავი თანაბრად მოაყარეთ ლაზანიას ზედაპირს და შედგით კარგად გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით, ზედაპირის ოქროსფრად შეფერილობამდე.
მზა ლაზანია ღუმლიდან გამოიღეთ და ექვს თანაბარ ნაჭრად დაჭერით.
*თუ ვერ მოიძიებთ ლაზანიის მზა ფირფიტებს, შეგიძლიათ ის თხელი და ოდნავ მარილიანი ბლინებით შეცვალოთ.
*რიკოტა წარმოადგენს ტრადიციულ იტალიურ რძის პროდუქტს და არის ხაჭოსებრი ყველი.
*თეთრი სოუსის მოსამზადებლად ცეცხლზე ერთმანეთს შეაზილეთ 60 გრამი კარაქი და 60 გრამი ფქვილი, სანამ ცომივით არ შეიკვრება. შემდეგ დაუმატეთ 1/2 ლიტრი ცივი რძე და ათქვიფეთ. როცა წამოდუღდება და შესქელდება, გადადგით ცეცხლიდან. შეანელეთ მარილით, პილპილითა და მუსკატის კაკლით.

სალათა “ცეზარი”

  • 2 ნაჭერი პური
  • 200 გრ. მწვანე სალათის ფოთლები
  • 2 ს.კ. გახეხილი ყველი
  • 2 კვერცხის გული
  • 1 კბილი ნიორი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • კამა,პილპილი და მარილი გემოვნებით
სალათის ფოთლები დაკეპეთ და დაუმატეთ გახეხილი ყველი, მარილი, ლიმონის წვენი და ორი სუფრის კოვზი ზეთი.
პური დაჭერით პატარა კუბიკებად და შეწვით დაჭრილ ნიორთან ერთად დარჩენილ ზეთში დაბალ ცეცხლზე.
შემწვარი პურის ნაჭრები გადმოიღეთ და მაშინვე დაასხით ათქვეფილი კვერცხის გული, კარგად აურიეთ და გააცივეთ.
ერთმანეთს შეურიეთ ყველა მომზადებული კომპონენტი და გააფორმეთ მწვანილით.

ტირამისუ “ჩეჩილია”

მასალა:
  • 250 გ. ყველი მასკარპონე
  • 3-4 ც. კვერცხი
  • 75 გ. შაქრის პუდრა
  • 20-30 ც. ფხვიერი ნამცხვარი სავოიარდი (ლედის თითები)
  • 150 გ. მაგარი ყავა (ესპრესო)
  • 1-2 ჩ.კ. ყავის ლიქიორი (ამარეტო)
  • 1-2 ჩ.კ. კაკაო
  • მწიკვი მარილი და შოკოლადი

ტირამისუ "ჩეჩილია"
ყავა აადუღეთ და გააცივეთ. კვერცხის გულით და შაქრის პუდრით მოამზადეთ გოგლიმოგლი. მასკარპონე ჩანგლით აზილეთ, მიქსერით შეათქვიფეთ მომზადებული გოგლიმოგლი, ნელ-ნელა შეურიეთ მარილთან ერთად მაგრად ათქვეფილი ცილა. მიღებული კრემი შედგით მაცივარში.
ცივ ყავას შეურიეთ ლიქიორი. ყალიბის ფსკერზე თხელ ფენად დადეთ მომზადებული კრემი. ნამცხვარისავოიარდი ამოავლეთ ყავაში და მოაფინეთ მასზე. ზემოდან ასევე მოასხით კრემი და მოაწყვეთ მეორე ფენა ნამცხვარი იგივენაირად. მოასხით დარჩენილი კრემი, თანაბრად მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი, მოახეხეთ შოკოლადი და ერთი ღამით შედგით მაცივარში

ინფორმაცია გამოყენებულია  tomato.ge

Tuesday, December 11, 2012

იტალიური პიცა

კულინარია


პიცის ცომი
მოსამზადებლად დაგვჭირდება: ფქვილი – 700 გრამი; საფუარი – 4 ჩაის კოვზი; წყალი – 400 ან 500 მილილიტრი; ზეითუნის ზეთი – 5 სუფრის კოვზი; მარილი – 1/2 ჩაის კოვზი; შაქარი – 1 მწიკვი.

მომზადების წესი კი შემდეგია: პიცაში შეიძლება ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება. აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ცომს ენიჭება, მითითებული ინგრედიენტებით გამოდის 4 საშუალო ან 2 დიდი პიცა. ძალიან დიდი ზომის ფქვილი გავცრათ და დავამატოთ საფუარი, მარილი და შაქარი. ჩავასხათ წყალი, დავამატოთ ზეითუნის ზეთი და კარგად მოვზილოთ. ჩავდოთ ცომი ჯამში, რომელსაც წავუსმევთ ზეითუნის ზეთს. ეს კი იმიტომ, რომ ცომი არ მიეკრას ჯამის კედლებს, გადავაფაროთ და დავტოვოთ თბილ ადგილას, დაახლოებით ერთი საათით, როცა ცომი ამოვა. კიდევ ერთხელ კარგად ამოვზილოთ 2–3 წუთის განმავლობაში. ნამდვილი პიცა კეთდება მაღალ ტემპერატურაზე. ამიტომ დავაყენოთ ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურაზე და გამოვაცხეთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში.


ისტორია და ეკონომიკა

ისტორია
1861 წელს თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე არსებული პატარა სამეფო-სამთავროები გაერთიანდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სულ ბოლოს მათ შეუერთდა რომი, სადაც მანამდე პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდა პაპს. 1922 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ფაშისტური ხელისუფლება ბენიტო მუსოლინის მეთაურობით, რომელიც ჩათრეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში. 1947 წელს იტალია გახდა დემოკრატიული რესპუბლიკა.


ეკონომიკა

იტალია მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (1.160 მლრდ $) მსოფლიოში მე-6 ადგილი უკავია.
  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა — 3, მრეწველობა — 33, მომსახურება — 64;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) — 20 170 $.
  • უდიდესი კომპანიები — მონტედისონი, ფიატი, ალფა-რომეო, ბუგატი, პირელი, ირი, ბენეტონი, ფერარი.
  • ექსპორტი — ღვინო, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ზეითუნის ზეთი, ტექსტილი.
  • ბიუჯეტი — 504 000 მლნ $.
  • ვალუტა — ევრო (EUR); 2002 წლამდე იტალიური ლირა.
იტალიის ეკონომიკის ყველაზე მომგებიანი „დარგი“ მაფია აღმოჩდა, რომლის წლიური ბრუნვა 130 მლრდ ევროა, სუფთა მოგება კი 70 მლრდ. ამ მონაცემებს შეიცავს დანაშაულებების შესახებ მოხსენება, რომელიც საცალო ვაჭრობის ეროვნულმა კონფედერაციამ მოამზადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორგანიზებული დანაშაულის კომერციული შემადგენელი ნაწილი, რომელიც უშუალოდ სამეწარმეო საქმიანობაზე მოქმედებს, 92 მლრდ ევროს აჭარბებს. ეს მთლიანი ეროვნული პროდუქტის 6%-ს შეადგენს, აღნიშნავს.
ინფორმაცია გამოყენებულია ვიკიპედიიდან.
ინფორმაცია გამოყენებულია ვიკიპედიიდან.

შესავალი

ეს არის საკურსო სამუშაო და მე ვატარებ კვლევას.
იტალია (იტალ. Italia), ოფიციალურად იტალიის რესპუბლიკა— უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. ჩრდილოეთით, ალპების გასწვრივ ესაზღვრება საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია და სლოვენია. სამხრეთით ის მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის ორ უდიდეს კუნძულს — სიცილიასა და სარდინიას, ასევე სხვა მრავალ პატარა კუნძულს. იტალიის საზღვრებში მდებარეობს ორი ანკლავი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები სან-მარინო და ვატიკანი. ამავე დროს იტალია შვეიცარიის ტერიტორიაზე ფლობს ექსკლავ კამპიონე-დ'იტალიას. იტალიის ტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს და ახასიათებს ზომიერი სარტყლის კლიმატით. 60,6 მლნ მცხოვრებით იტალია ევროპაში მე-5 სახელმწიფოა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.
იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, როგორც რომის იმპერიის დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იტალიამ გაუძლო უცხოელ ხალხთა მრავალ ინვანსიას, ძირითადად ისეთი ხალხებისგან როგორებიც იყვნენ გერმანიკული ტომები — ლანგობარდები და ოსტგუთები, შემდეგ ბიზანტიელები, უფრო მოგვიანებით კი ნორმანები და ა. შ. საუკუნეების შემდეგ, იტალია საზღვაო რესპუბლიკებისა და რენესანსის სამშობლო გახდა.თანამედროვე იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა. რანგირებულია როგორც მსოფლიოს 24-ე ყველაზე განვითარებული ქვეყანა და ცხოვრების ხარისხის ინდექსით შედის მსოფლიო ქვეყანათა ათეულში.იტალია გამოირჩევა ცხოვრების ძალიან მაღალი სტანდარტით და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი მაჩვენებლით.წარმოადგენს ევროკავშირის ჩანასახის დამფუძნებელ წევრს და ევროზონის ნაწილს. იტალია ასევე არის დიდი რვიანის, დიდი ოციანისა და ნატოს წევრი. გააჩნია მსოფლიოში მესამე უდიდესი ოქროს მარაგი, მშპ-ის მერვე უდიდესი მაჩვენებელი მსოფლიოში, მეათე უდიდესი მშპ,და მეექვსე უდიდესი სახელმწიფო ბიუჯეტი.ის ასევე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, დასავლეთ ევროპის კავშირისა და გაეროს წევრი. იტალია ფლობს მსოფლიოში მეცხრე უდიდეს თავდაცვით ბიუჯეტს და მის ტერიტორიაზე განთავსებულია ნატოს ბირთვული იარაღი.იტალია დიდ როლს თამაშობს გლობალურ სამხედრო, კულტურულ და დიპლომატიურ საქმიანობებში. ქვეყნის ევროპული პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური გავლენა მას მთავარ რეგიონულ ძალად აქცევს. იტალიას გააჩნია საზოგადოების განათლების მაღალი დონე და წარმოადგენს მაღალგლობალიზებულ ერს.


ინფორმაცია გამოყენებულია ვიკიპედიიდან.